„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
13-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ შექმნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ერთობლივად დაამზადეს კედლის გაზეთი და 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს