ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა 9 აპრილს სემინარი მიუძღვნეს
13-04-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა-სემინარი ჩაატარეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ჯეგეთას“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ფარგლებში მორიგი სემინარი ჩაატარეს თემაზე - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. ეკოკლუბის ლიდერმა იკა ბოხუამ წევრებს გააცნო 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი  მოვლენების შესახებ, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმთავისუფლებელ მოძრაობაში. ეს სემინარი ეხმიანება გაეროს კონვენციისა და მდგრადი განვითარების N16 მიზანს „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერ ინსტიტუციებს“. ეკოკლუბი „ჯეგეთა“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქტივობების ჩატარებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203