
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ხათუნა სულაბერიძემ მეოთხე კლასში ახალი სკოლის მოდელის, კერძოდ, კომპლექსური დავალების - „ორი მიკრობის თავგადასავალი“ დანერგვა დაიწყო.
აღნიშნული თემატური ერთეულის განხორციელებამ 5 საგაკვეთილო საათი მოიცვა.
მთელი კლასი აქტიურად და ხალისით ჩაერთო პროცესში.
ბავშვებმა შექმნეს კომიქსები და კლასის წინაშე წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები