
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის სამი გუნდი პროექტ „ყველაზე წიგნიერში“ მონაწილეობდა.
მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა 5-კაციანმა ჯგუფმა „ედელვაისი“, რომლის წევრებიც არიან: გურანდა გუნდაძე, ნონა ბერიძე, როზა ბერიძე, ლადო პაპიძე და ზეინაბ აკვაზბა, მიუხედავად კითხვათა სიძნელეებისა, მაინც მოახერხა და ონლაინ სივრცეში გამართულ თამაშში მოიპოვა 9 ქულა, რის შედეგადაც გუნდი გადავიდა მეორე ტურში.
გუნდი უკვე ემზადება მეორე ეტაპისთვის. მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია, რომ დააგროვონ მეტი სწორი პასუხი და გახდნენ ფინალისტები.
იხილეთ ფოტოები