„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“-ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
13-04-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა.
„მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა - კურთხევით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკო-კლუბმა ხერგილმა მოაწყო 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით და ხარაგაულის 9 აპრილის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს დაღუპული გმირების სახელზე არსებული მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.აქტივობას ესწრებოდა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე და პედაგოგები. გიმნაზიის მოძღვარმა მამა თომა ლაცაბიძემ გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს