
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ჩატარდა გაკვეთილი-პროექტი თემაზე - „პროგრესიები“. გაკვეთილს მასწავლებელი გულნაზი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯგუფებმა წარმოადგინეს პლაკატები და ისაუბრეს მათემატიკის ისტორიაზე, გამოჩენილ მათემატიკოსებზე, ქართველ მათემატიკოსებზე, არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიაზე და მათ გამოყენებაზე საბანკო სექტორში, ჭადრაკსა და კორონავირუსთან მიმართებაში.
იხილეთ ფოტოები