„ორბელის საჯარო სკოლა სავსეა კეთილი და გულუხვი პედაგოგებითა და საყვარელი მოტივირებული მოსწავლეებით“- უცხოელი მოხალისის ემოციური წერილი 
13-04-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, მაია კვენეტაძემ მშვიდობის კორპუსის პროგრამის ყოფილი მოხალისესგან (Maggie schecter) ემოციური წერილი მიიღო. 

„ორბელის საჯარო სკოლა სავსეა კეთილი და გულუხვი პედაგოგებითა და საყვარელი მოტივირებული მოსწავლეებით“- წერს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილე და ქართველ მეგობრებს, ჰპირდება რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. 

„I want to! I want to come back to Georgia. I miss you all very much. It's very expensive to travel to Georgia and I need to get a vaccine first I think. But I will come visit and stay with you Maia!

I will definitely return to georgia.I want to visit my host families, my school, students, my fellow teachers.

ორბელის საჯარო სკოლა სავსეა კეთილი და გულუხვი პედაგოგებითა და საყვარელი მოტივირებული მოსწავლეებით. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ყველამ უნდა მოინახულოს მისი ლამაზი მთები, მეგობრული მოქალაქეები და გემრიელი კერძები. ძალიან მენატრება ხაჭაპური და ლობიანი.

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები!

მინდა მოვინახულო ჩემი მასპინძელი ოჯახები, ჩემი სკოლა, მოსწავლეები. ჩემი კოლეგა მასწავლებლები“,-აღნიშნულია მოხალისის წერილში.

უცხოელი მოხალისე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.  

აღსანიშნავია, რომ მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოქმედებს საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევით და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203