„კოვიდ-ინფექცია და ვაქცინაციის მნიშვნელობა საზოგადოებაში“ - დარკვეთის საჯარო სკოლაში მინი ლექცია ჩატარდა
13-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. 

ისტორია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით სკოლაში თემაზე - „კოვიდ-ინფექცია და ვაქცინაციის მნიშვნელობა საზოგადოებაში“ მინი ლექცია მოეწყო.

მოსწავლეთა კითხვებს პასუხობდნენ სკოლის ექიმი და საჩხერის საავადმყოფოს კოვიდ ცენტრის ექთანი.

„საინტერესო შეხვედრისა და დებატებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები“,-აღნიშნავს დარიკო ხვედელიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203