ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს. მათი მასწავლებელი გუნა ბერიძეა. სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლეებით.
„ჩვენი სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს „კინგსის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე.
- გვანცა ზაზაძე IX კლასი - I ხარისხისა და ვერცხლის დიპლომები;
- ზურა ბექაური VII კლასი - I ხარისხის დიპლომი;
- რატი წიკლაური VII კლასი - I ხარისხის დიპლომი.
მასწავლებელი - გუნა ბერიძე.
გილოცავთ და კიდევ ბევრი წარმატება მოგველოცოს!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები