
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორის, ერეკლე ჯიქიას დახმარებით და სპორტის მასწავლებლის, თემური ბერაძის ხელშეწყობით, სკოლის ტერიტორიის გამწვანება დაიწყეს.
ბავშვები ყვავილების ბაღის გაშენება-გალამაზების სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ვარდის ჯიშის ოცამდე სხვადასხვა ნერგი საჩუქრად გადასცა.
იხილეთ ფოტოები