კეხიჯვრის საჯარო სკოლის კლუბების წევრებმა ლაშქრობა და დასუფთავების აქცია მოაწყვეს
13-04-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „გზამკვლევი“ და ეკოკლუბმა „ეკოტოპია“ პროექტის - „მწვანე მომავალი“ ფარგლებში, ყინწვისის მონასტერში ლაშქრობა მოაწყვეს.

გზაში მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს და გამოაკრეს პოსტერები, რომელიც თავადვე დაამზადეს. მეურვე მასწავლებლებმა - თეა ლომიტაშვილმა, მაკრინე ზაკუტაშვილმა და გიორგი ჭაბუკაშვილმა ღია სივრცეში ჩაატარეს ტრენინგი: გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

„კლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ განხორციელებული აქტივობების საშუალებით შემცირდება ტურისტულად აქტიურ ადგილებში ნარჩენები და ნაგავი, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის შემოდინებას და ასევე მაგალითი იქნება ვიზიტორებისთვის, რომ თავადაც გაუფრთხილდნენ გარემოს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203