„გმირებს არ ივიწყებს ქვეყანა“ - აწყვიტის საჯარო სკოლაში ღონისძიებები გაიმართა
13-04-2021

„გმირებს არ ივიწყებს ქვეყანა“- ამ თემას ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში ღონისძიებები მიეძღვნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზეინაბ ივანიძემ მოსწავლეებთან ერთად მოამზადა და თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ფოტო - სტენდი, ისაუბრა მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

9 აპრილი ყველა ქართველისთვის ერთნაირად სევდიანიც არის და საამაყოც, რადგან ის ერთდროულად უდიდეს ტკივილთანაც არის ასოცირებული და თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთანაც.

პედაგოგებმა ჩაატარეს გაკვეთილები აღნიშნული დღის ვიდეო კადრების გამოყენებით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203