“ტკივილი, რომელიც 32 წელი თავს გვახსენებს” - წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
12-04-2021
“ტკივილი, რომელიც 32 წელი თავს გვახსენებს” - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანეს 9 აპრილის ტრაგედია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა. 

მათ გაიხსენეს ამ დღეს დაღუპული თავდადებული გმირები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. 

ტრაგიკული მოვლენების ფრაგმენტების გახსენებასთან ერთად, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, რომელზეც 9 აპრილს მიძღვნილი ლექსები და მიტინგის ამსახველი ფოტოები დაიტანეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203