ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
12-04-2021

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სრული დატვირთვით, საკლასო ოთახებში და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს ისე, რომ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში; თუმცა ამასთან ერთად, ყურადღების მიღმა არ რჩებათ სასკოლო ღონისძიებები და კლასგარეშე აქტივობებსაც ახორციელებენ.

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, ადგილობრივი მასწავლებლების ინიციატივით, მოეწყო გამოფენა თემაზე - „დადგა გაზაფხული“, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. იმ დღეს ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში იყო ფერთა ნამდვილი დღესასწაული და პატარა მხატვრების ნიჭის ზეიმი, ხოლო საუკეთესოებმა, საუკეთესოთა შორის, დიპლომები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203