მთისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
12-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობით და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს; გარდა ამისა, ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში, რისი დასტურიცაა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
პროექტი მთისძირის საჯარო სკოლაში განხორციელდა და მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო კითხვასაც უპასუხეს. თამაშის ორგანიზატორი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებელი მანანა ჩაჩუა. გამოვლინდა გამარჯვებულიც - მე-10 კლასის გუნდი „ინტელექტი“, რომლის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი, კაპიტანი ვლადი ნიკურაძე კი წლის მოაზროვნედ დასახელდა.
„ვანის მუნიციპალიტეტის მთისძირის საჯარო სკოლის დირექცია თამაშის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს