თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს.
„მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში „აივნებიანი ქალაქი“, რომლის მიზანი იყო რომანტიკოსი მწერლის შემოქმედების გაცნობა და XIX საუკუნის ქალაქური ყოფის მიმოხილვა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.