„ელვა, როგორც ფიზიკური მოვლენა“ - სამების საჯარო სკოლაში ფიზიკაში სემინარი ჩატარდა
12-04-2021

წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. აქ სასკოლო საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნავს, თუმცა იმავდროულად, სხვადასხვა პროექტში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. 

სამების საჯარო სკოლის მე-9 კლასში, ფიზიკაში გაიმართა სემინარი თემაზე - „ელვა, როგორც ფიზიკური მოვლენა“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაცია ელვისა და ელვის შემდგომი პროცესის - ჭექა-ქუხილის წარმოშობის, გავრცელების შესახებ. საინტერესოდ ისაუბრეს ელვის სხვადასხვა სახეზე, მათ სიმძლავრესა და ბუნებაზე.  სემინარის მონაწილეებმა შეარჩიეს და აჩვენეს ფილმი ელვისგან დაცვის საშუალებებზე. სემინარს უძღვებოდა ფიზიკის პედაგოგი - გურამ ჩიგოშვილი, რომლის ძალისხმევით მოსწავლეებს საგანი ძალიან უყვართ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203