ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს მომხდარ ტრაგედიაზე და მის მნიშვნელობაზე, შექმნეს პლაკატი და წარმოადგინეს პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, გაიმართა დისკუსია მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გოგოხია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203