აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები გაიხსენეს
12-04-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აფნიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები გაიხსენეს. იყო ემოციების ზღვა, ბევრი ცრემლი, მადლობა თავისუფლებისთვის და ტკივილი, რომელიც 32 წლის შემდეგაც არ განელებულა.

1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ წითელი ასოებით ჩაიწერა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203