
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა 9 აპრილი აღნიშნეს. მათ ამ თარიღის მნიშვნელობასა და ისტორიულ მოვლენაზე ისაუბრეს.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ტრაგიკული, უმძიმესი მოვლენების გახსენებასთან ერთად, ამ დღეს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენასაც აღვნიშნავთ.
9 აპრილის მსხვერპლებს ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
ვიდეოში მონაწილეობენ VIIIა კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი, ნინო ნიკოლაძე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.