ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს „ახალი სიცოცხლე“ მიანიჭეს
12-04-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით „ეკოგმირები“ შექმნეს.
„დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელის თინათინ ქობულაძის ხელმძღვანელობით მე-5 კლასის მოსწავლეებმა, შექმნეს ორი ეკოგმირი „გეა“ და „პომიდორა“.
გმირები მოგვიწოდებენ, არ დავანაგვიანოთ ბუნება, დავიცვათ დედამიწა. გავიაზროთ, რომ ნარჩენების ხელახალი გამოყენება ნარჩენების შემცირების ყველაზე ეფექტური გზაა. ის, რაც ერთი ადამიანისთვის ნაგავია, მეორისთვის შეიძლება ძვირფასი იყოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს