აბაშის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პერფორმანსი მიუძღვნეს
12-04-2021
აბაშის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე კლასელებს დამრიგებელმა მარეხი ჯიბლაძემ 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენები გააცნო მოსწავლეებს და დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.  ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პერფორმანსი მოაწყვეს.

1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203