„ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება, სანამ იარსებებს ერი“ - მისაქცელის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

ღონისძიებას ორგანიზება - ინგა ხუროშვილმა, ნანი ძიგოშვილმა, ნანა რევაზიშვილმა და ნინო წიკლაურმა გაუწიეს. 

„სკოლის აღსაზრდელებმა ტრადიციულად გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, სანთელი აუნთეს მათ წმინდა სულებს, გაიაზრეს, გაითავისეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ამ დღის მნიშვნელობა და სიმძიმე.

„კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვენამდე, შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება, სანამ იარსებებს ერი...“

ჰოოო.... სანამ იარსებებს ერი „არც ის იფიქროთ, ვინმეს მიავიწყდეს, სისხლი სამშობლოსთვის დაღვრილი...

მადლობა ბავშვებს და ღონისძიების ორგანიზატორებს: ინგა ხუროშვილს, ნანი ძიგოშვილს, ნანა რევაზიშვილს და ნინო წიკლაურს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203