„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
12-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში, 9 აპრილის თემასთან დაკავშირებით, შეხვედრა - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ ჩატარდა. 

შეხვედრის ფარგლებში სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს სამი საპრეზენტაციო ნამუშევარი:
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს!“. საპრეზენტაციო ნამუშევარი მიეძღვნა გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას . 

„9 აპრილი 30 წლის შემდეგ“ და „ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა“ (მიეძღვნა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხსოვნას)

შეხვედრაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო, 9 აპრილის დემონსტრაციის დარბევის უშუალო მონაწილე, ნონა სიხარულიძე, რომელმაც მოსწავლეებს პირადი მოგონებები და ემოციები გაუზიარა, ისაუბრა 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს შემეცნებით-გასართობი კლუბი - „სმურფების“ საორგანიზაციო კომიტეტმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203