ზედა განთიადის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 9 აპრილს ნამუშევრები მიუძღვნეს
12-04-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნესტან ბაკურიძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილი აღნიშნეს. 

პედაგოგებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

„საქართველომ დღეს 9 აპრილი აღნიშნა. ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. დღე გლოვისა და ამავდროულად დღე ზეიმისა... ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ნესტან ბაკურიძემ ამ დღის აღსანიშნავად თავისი მცირე წვლილი შეიტანეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203