ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს
12-04-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯული ველელი-შირინიანის მხარდაჭერით, სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. 

„მოსწავლეებმა წარმოთქვეს ქართველი პოეტების 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები, „ხეზე გამოკრული ლექსი“. შეასრულეს სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს თითები, ვაჩუქოთ სითბო და თანაგრძნობა“. 

დიდი გალაქტიონის სიტყვები დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს საქართველოს ისტორიის ყოველ ეპოქას ეხამება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203