ყიშლის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ცხრა აპრილის ისტორია?“ გაიმართა
12-04-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება რეგულაციის დაცვით ჩატარდა. ისტორიის პედაგოგ მურმან შაინიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის ცხრა აპრილის ისტორია“, რომელშიც გაიმარჯვა მეცხრე კლასის მოსწავლემ გულთამზე ნაჩაიძემ.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203