ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
12-04-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.

სკოლაში ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

„ვისაუბრეთ საქართველოს ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს 9 აპრილზე: 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წლის გამარჯვებაზე. ღონისძიება შეეხო, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთის XIX-XXI სს-ის ურთიერთობასაც. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები და პატივი მივაგეთ მათ სულებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203