„სიტყვაში გაცოცხლებული ისტორია“ - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის VII კლასში კონფერენცია ჩატარდა
12-04-2021

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის VII კლასში საკლასო კონფერენცია - „სიტყვაში გაცოცხლებული ისტორია“ ჩატარდა. 

კონფერენციას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამთა კილაძემ გაუწია. 

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში გაეღრმავებინა მშობლიური ქვეყნის ისტორიის, წინაპართა ღვაწლისა და თავგანწირვის სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება. 

მოსწავლეებმა აირჩიეს ცნობილი და ისტორიული მოვლენები, რომლებზეც შექმნილია ლიტერატურული ნაწარმოებები. ნაშრომების პრეზენტაციებს შთაბეჭდილებების გაძლიერების მიზნით დაურთეს ვიდეორგოლი, ნახატი, მუსიკა, კედლის გაზეთი.

კონფერენციას ესწრებოდნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები. კონფერენციის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203