დვაბზუს საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა მცენარეები დარგეს
12-04-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, ტყის დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, მცენარეები დარგეს.  

აქტივობა პროექტის -„გაამწვანე დღეს, იცხოვრე ხვალ“ ფარგლებში, ჩატარდა. 

პროექტი e-twinning პლატფორმაზე ხორციელდება და ჩართულია საქართველოს მასშტაბით შვიდი საჯარო სკოლა.

პროექტის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი.

„მცენარეთა ნერგები სკოლას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, გურიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა გადასცა, რისთვისაც მადლობა მათ“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203