„რევაზ ლაღიძისა და სულხან ცინციძის კინომუსიკა“ - სენაკის N1 საჯარო სკოლაში მუსიკის არასტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
12-04-2021

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მუსიკის არასტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „რევაზ ლაღიძისა და სულხან ცინციძის კინომუსიკა“.

აქტივობაში IV და  IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 100 წლისდამი საიუბილეო თარიღი აღნიშნეს, გაიხსენეს ქართული ფილმები, რეჟისორები, მსახიობები. ასევე შეასრულეს სიმღერები კინოფილმებიდან.

მასწავლებელმა გამოიყენა აუდიო და ვიდეო მასალები.

პროცესმა ხელი შეუწყო ქართულ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასა და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას.

მუსიკის მასავლებელი ლამზირა ბოკუჩავაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203