„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“​ - შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებით, პატარებმა წაიკითხეს ლექსები, ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას, დაეშვა სახელმწიფო დროშა.

„9 აპრილი საქართველოს ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აერთიანებს: 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევიდან 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“
„მადლობა თავისუფლებისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203