9 აპრილისადმი მიძღვნილი დატვირთული დღე წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
12-04-2021

„9 აპრილი, დღე გლოვისა-დღე ზეიმისა“-ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ადმინისტრაცია სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებზე გვიამბობს.

„საქართველოს უახლესი ისტორიის, უმნიშვნელოვანესი, გმირული, ამაღლებული დღის, 9 აპრილისადმი მიძღვნილი დატვირთული დღე გახსნა V კლასმა. (საგანი ჩვენი საქართველოს მასწავლებელი თეა ბობოხიძე).  

მე-2 გაკვეთილზე მოსწავლეთა თვითმმართველობის (თავჯდომარე ქრისტინე უგრეხელიძე), სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ფიქრია გიორხელიძის თაოსნობით სკოლის შიდა ეზოში მოეწყო აქცია-პერფორმანსი - „9 აპრილის პოეზია-ხეებზე გაკრული ლექსები“.

ისტორიის მასწავლებლებმა ფიქრია გიორხელიძემ და თამილა თუთბერიძემ IX და  IX კლასებში ჩაატარეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი გაკვეთილები საგანში - საქართველოს ისტორია.  

დღის ბოლოს სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა, მარიამ აფხაძემ თანატოლები გამოწივია, კონკურსში - „ვინ უკეთ იცის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.

ყველა აქტივობას ესწრებოდა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის საქმიანობა შეაფასა სკოლის ადმინისტრაციამ დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილემ დალი სილაგაძემ.  აქტივობების ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო  ისტ-ის მენეჯერმა  ინგა არაბიძემ.

სრულიად პირველი საჯარო სკოლა, ყველა მოსწავლე, ყველა დამრიგებელი ერთ სულ და ერთ ხორც პატივს მიაგებდა გმირებს, ზეიმობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს.

„ვინ შემიბღალა გაზაფხულის საღამო მშვიდი,
ვინ გამოიხმო უნაპირო სევდა მწუხრიდან?
შენ დაიფარე საქართველო, ღმერთო, მაღალო,
და საქართველო ასე ძვირად ვისაც უღირდა...“

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203