ჩხიკვთას საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
12-04-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები - ქეთევან რამაზაშვილი და ია ზურაბაშვილი. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203