ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
12-04-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრეგიკული მოვლენები გაიხსენეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით მოძიებული ინფორმაცია ისტორიულად მიმოიხილეს, შექმნეს პლაკატი და ნახატები, წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203