„9 აპრილის ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ასახვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ - გეჯეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
12-04-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „9 აპრილის ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ასახვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პლაკატები - „გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები“ და „დღე გლოვის დღე გამარჯვების“  დაამზადეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

ღონისძიება მიზნად ისხავდა, ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ასახვას.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მარიამ ბესიაშვილი, ხელოვნების მასწავლებელი მარი სიხარულიძე  და 5კლასის დამრიგებელი კარინა ბუიანოვა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203