„თავისუფლებას შეწირული გმირები“ - ლახამულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
12-04-2021

„თავისუფლებას შეწირული გმირები“ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ისტორიის მასწავლებელმა მარიჯან ჭკადუამ წაიკითხა მინი-ლექცია სახელწოდებით - „ეკლიანი გზა-ნანატრ თავისუფლებამდე“.

ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს  32 წლის წინ დაღუპულები, სანთლები აუნთეს მათ ხსოვნას, უკვდავი სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ფონზე წაიკითხეს ლექსები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203