ახალციხის N4 სკოლის პედაგოგებმა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილები ჩაატარეს
12-04-2021

ახალციხის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - დიანა ლურსმანაშვილმა (ქართული ენა- „ამბის შეთხზვა“), მანუშაკ ნახაპეტიანმა (ინგლისური ენა „ზმნის დრო“) და მარგარიტა აღაჯანიანმა (ქართული როგორც მეორე ენა - „იგავ-არაკი“) საინტერესო თემებზე ღია გაკვეთილები ჩაატარეს.

პედაგოგებმა მოსწავლეებს გაკვეთილებზე საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზეს. 

„გაკვეთილებზე მასწავლებლების მიერ იქნა გამოყენებული თემის შესაბამისი სხვადასხვა სასწავლო აქტივობები, მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესი. მასწავლებლებმა დასახულ მიზნებს მიაღწიეს. სკოლაში დაგეგმილია  სამომავლოდ კიდევ არაერთი ღია გაკვეთილი“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203