
თბილისის N42 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც, ამავდროულად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის -KIU-ს კონსულტანტები არიან.
სტუმრები XI-XII კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ისაუბრეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად მოიაზრება.
სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს KIU-ს ბაკალავრიატის საერთაშორისო პროგრამები, უნივერსიტეტში ჩარიცხვის კრიტერიუმები, ისაუბრეს ყველა იმ სიახლეზე, რომელიც უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები