ახალსოფლის საჯარო სკოლის ეზოში არსებული 9 აპრილის მემორიალი მოსწავლეებმა, დირექტორთან ერთად, ყვავილებით შეამკეს
12-04-2021

„მარადიული ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს!“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. ისტორიის წრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა.

„დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“... ახალსოფლის საჯარო სკოლის ისტორიის წრის „ისტორიანის“ ინიციატივით (ხელმძღვანელი მალხაზ ნაგერვაძე) და დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც 9 აპრილს ისტორიულ მნიშვნელობას ეხებოდა.

მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ახალსოფლის საჯარო სკოლაში არსებული 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს. გაიხსენეს 9 აპრილის ისტორიული ღირებულება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203