„9 აპრილი მზიანი ღამეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“ - დამიის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მსმენელებს გააცნეს ერთ კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული 2 უმნიშვნელოვანესი მოვლენის - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ქრონიკები. მოსწავლეებმა გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.
9 აპრილი მზიანი ღამეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!
იხილეთ ფოტოები