თბილისის N53 საჯარო სკოლა მოსწავლე მზიკო ნიკოლიშვილს დიდ ბრიტანეთის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებას ულოცავს
09-04-2021
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლა მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში Unique Learning- ის მიერ ორგანიზებულ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებას ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, მზიკო ნიკოლიშვილს ვულოცავთ დიდ ბრიტანეთში Unique Learning-ის მიერ ორგანიზებულ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებას და ორი წლიანი სასწავლო სტიპენდიის მოპოვებას 65%-იანი დაფინანსებით.

მზიკო ორი წლის განმავლობაში ისწავლის დიდ ბრიტანეთში, ჰაროგეიტის ქალთა კოლეჯში (Harrogate Ladies’ College) A Level-ის პროგრამაზე. ჰაროგეიტის ქალთა კოლეჯი დამოუკიდებელი კერძო სკოლაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური სწავლების ხარისხით. სტიპენდია ფარავს სწავლის, საკვების და საცხოვრებლის ხარჯებს", - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203