კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის საჯარო ლექცია გაიმართა
27-11-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა - თამთა ტეფნაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ომბუდსმენი სტუდენტებს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებლებს, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, კომპანიის ვალდებულებებზე, საჩივრის განხილვის წესებსა და ვადებზე ესაუბრა.
თამთა ტეფნაძემ შეკრებილ აუდიტორიასთან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობები, საშეღავათო სისტემა და საანგარიშო პერიოდი დეტალურად მიმოიხილა.
„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრები თამთა ტეფნაძემ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში ჩაატარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს