თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ნამუშევრები მიუძღვნეს
09-04-2021
თბილისის N90 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვებმა საკუთარი თვალით დანახული 9 აპრილი ფურცლებზე გადაიტანეს და ნახატები შექმნეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს