ნინოშვილის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს
09-04-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნინოშვილის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დევიზი ბავშვებმა მოიფიქრეს - „ვზრუნავთ საკუთარ ეზოზე - ვზრუნავთ გარემოზე“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.