დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის შესასვლელში ბანერი დადგეს
09-04-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, დარკვეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი საკლასო ოთახებში, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და არაერთი საინტერესო პროექტიც ხორციელდება.

2021 წლის 8 აპრილს, დარკვეთის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში - სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფლის შესასვლელში დადგეს ბანერი, რომელზეც მითითებულია ინფორმაცია: X-XI სს-ის მიჯნის სოფელ დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესახებ და ეს ტაძარი კულტურის ძეგლი გახლავთ.

„დარკვეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სოფელ ზოდის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს გაწეული დახმარებისათვის“, - აღნიშნულია კსოლი სმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203