„წიგნი ჩემი მეგობარი გახდა“ - ლიტერატურული პროექტის პრეზენტაცია თელეთის საჯარო სკოლაში
09-04-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში და რაღა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების რული დაცვით მიმდინარეობს; თუმცა პროტოკოლი ხელს არ უშლის არც პედაგოგებსა და არც მოსწავლეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

ახლახან, თელეთის საჯარო სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის პროგრამის ფარგლებში, კლუბის კურატორმა, მაკა ბუდაღაშვილმა, მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის სიყვარულისა და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, ჩაატარა პროექტის - „წიგნი ჩემი მეგობარი გახდა“ - პრეზენტაცია. 

ამ დღეს თელეთის საჯარო სკოლაში უამრავი წიგნი აშრიალდა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი მნიშვნელობა ცხოვრებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203