„ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!“ - სამტრედიის N11 სკოლის მოსწავლეები კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტში მონაწილეობდნენ
09-04-2021

სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვადასხვა აქტივობაში და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტი, სადაც ბავშვების მონაწილეობა უდავოდ შთამბეჭდავი გახლდათ.

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები, ტრადიციულად, უკვე მესამედ ჩაერთნენ სსემას ქსელურ პროექტში: „ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!“, რომელიც ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავს;

„სკოლისა და მოსწავლეების სახელით მადლობას ვუხდი სსემას, პროექტის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის! წინ ძალზე საინტერესო დავალებები გველის და წარმატებას ვუსურვვებთ ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს!“ - აღნიშნულია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203