ახალციხის N4 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, 9 აპრილთან დაკავშირებით, საქართველოს უახლეს ისტორიას გაეცნენ
09-04-2021
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები 9 აპრილთან დაკავშირებით საქართველოს უახლეს ისტორიას გაეცნენ. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მე- 3-მე-4 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს. მოსწავლეებს ტრაგიკული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგებასა და დამშავებაში ხელს „მე და საზოგადოების“ პედაგოგი დიანა ლურსმანაშვილი უწყობდა. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203