„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“​ - ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
09-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.

მოსწავლეებმა ქრონოლოგიურად გაიხსენეს მიმდინარე ისტორიული მოვლენები 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე. ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელი გიორგი ბასილაძე იყო.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203